საზოგადოება ივერიისა
Posted at h
in სიახლეები
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ა(ა)იპ „საზოგადოება ივერიისა“-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა.
ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. მან ორგანიზაცია ,,საზოგადოება ივერიისა“ ღონისძიებაზე დამსწრე სტურმებს წარუდგინა. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო მიზნები კი საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი თავაძემ წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საზოგადოება ივერიისას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული, რომლის ფარგლებშიც საერთო პროექტები ხორციელდება