შუამთის მონასტრის საგანძური

ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის მონასტრის აღდგენის 30 წელთან დაკავშირებით თელავის ისტორიულ მუზეუმში შუამთის მონასტრის საგანძურის გამოფენა გაიხსნა.

მუზეუმში გამოიფინა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციიდან შერჩეული სამი ხელნაწერი: ტიპიკონი, იოანე ოქროპირის მათეს თავის განმარტებანი და სასულიერო კრებული. ასევე, ახალი შუამთის მონასტრის ხატები, რომლებიც დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში (საგანძურში).

გამოფენის გახსნას აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, ქალაქ თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი, ახალი შუამთის მონასტრის წინამძღვარი იღუმენია იოანა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ნაკლების ჩვენება