მეცნიერების ფესტივალი – ქუთაისი

ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მიზნით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების ფესტივალი ჩატარდა.

ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიც. ფესტივალზე მისულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. გარდა ამისა ჩართულიყვნენ სახალისო და შემეცნებით აქტივობებში. საგანმანათლებლო პროგრამას უძღვებოდნენ სამეცნიერო-ანალიტიკური, სასწავლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილების ხელმძღვანელი შალვა გლოველი, საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსი სპეციალისტი მანანა ღვინერია, კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის სპეციალისტი ნუცა კვერნაძე.

ფესტივალი “ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის” მიმდინარეობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.