ცხადდება საბუთების მიღება მე-4 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლაში / 4 th International Spring School
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მე-4 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა „აფხაზეთი (საქართველო): უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ განხორციელდება 2025 წლის 22- 28 მაისს.
საერთაშორისო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს საქართველოს, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ისტორიისა და კულტურის კვლევა და რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (კლასიკური და/ან ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია, სხვ.).
უკვე მეოთხედ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების“ საგრანტო კონკურსში და მოიპოვა პროექტის დაფინანსება (OTG-II-24-191). პროექტი ხორციელდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით.
პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს განუყოფელი ნაწილის, მისი ოკუპირებული ტერიტორიის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის – ისტორიის გააზრება თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე დაყრდნობით, აქტუალურ საკითხებზე დისკუსია და სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა, ახალგაზრდა მეცნიერთა დაინტერესება აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხების კვლევით, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.
საგაზაფხულო სკოლის პროგრამა საკმაოდ დატვირთულია და მოიცავს ექვს სასწავლო მოდულს: 1. ტერმინები “აფხაზი” და “აფხაზეთი”; 2. აფხაზეთი უძველესი დროიდან შუა საუკუნეებამდე; 3. აფხაზეთი: “აფხაზთა სამეფოდან” ოკუპირებულ ტერიტორიამდე; 4. ყოფა აფხაზეთში: ეთნოლოგიური ექსკურსი; 5. აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა; 6. აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში. სალექციო კურსთან და ვორქშოფებთან ერთად დაგეგმილია დისკუსიები მრგვალი მაგიდისა და პანელურ ფორმატში, ასევე, გასვლითი აქტივობები სკოლის თემატიკასთან დაკავშირებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების მოსანახულებლად.
ცნობილი ქართველი მეცნიერები, ასევე უცხოელი მკვლევრები თავის კვლევის შედეგებსა და მეთოდოლოგიას გაუზიარებენ სკოლის ქართველ და უცხოელ მსმენელებს.
- სკოლის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით.
- პროექტი უზრუნველყოფს მსმენელების დაბინავებას (მხოლოდ: უცხოელი მსმენელები, მსმენელები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან), კვებას, შიდა ტრანსპორტირებასა და ექსკურსიებს; არ ანაზღაურებს თბილისში მსმენელების მგზავრობის ხარჯს (გარდა მსმენელებისა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან).
სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 10 მარტამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა:
– ქართული ვერსია: https://forms.gle/L9bxjHeKq9pT3SDP6
– ინგლისური ვერსია: https://forms.gle/iYor4MLLuyqSQ6eq7
შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2025 წლის 15 მარტისა:
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ქვემოთ მითითებულ ტელეფონზე ან ელექტრონულ მისამართზე abkhazia.school@manuscript.ge .
პატივისცემით,
სკოლის გუნდი
E-mail: abkhazia.school@manuscript.ge
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
მ. ალექსიძის 1/3
0193, თბილისი, საქართველო
საკონტაქტო პირი:
დოქტ. ირინა გოგონაია
პროექტის კოორდინატორი
სასწავლო და სასერთიფიკატო პროექტების სამსახურის უფროსი
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ტელ.: 577 79 54 54
E-mail: irinagogonaia@manuscript.ge
4 th International Spring School “Abkhazia (Georgia): From the Ancient times to the Present (Historical-Culturological Aspects)”
We are pleased to inform you that the 4th International Spring School “Abkhazia (Georgia): From Ancient Times to the Present (Historical-Culturological Aspects)”, will be held from May 22 to 28, 2025.
Korneli Kekelidze Georgian National Centre of Manuscripts welcomes foreign and Georgian researchers and students (MA, PhD) interested in Georgian history and culture, whose scientific interests correspond to the main scientific-research directions of the National Centre of Manuscripts (classical and/or ancient Georgian philology, source studies, archival studies, manuscript and book culture, restoration, digitalization, etc.).
For the 4th time, this project is being implemented in collaboration with Sokhumi State University, with financial support from the Shota Rustaveli National Science Foundation within the framework of the “A Grant Competition 2024 Supporting Georgian Occupied Territories Studying National Research Projects and International Scientific Events.” The main goal of the project is to comprehend the history of the occupied territory of Georgia and its integral part, the Autonomous Republic of Abkhazia, based on contemporary scientific criteria.
We aim to discuss existing topics, determine prospective research perspectives, develop collaborative relations, and involve young scientists in the research of the issues related to Abkhazia.
The spring school program is dynamic and includes six learning modules. 1. Understanding the terms “Abkhazia” and “Abkhazian.” 2. Abkhazia: From Ancient Times to the Present. 3. Abkhazia: From the “Kingdom of Abkhazia” to the occupied territory. 4. Existence in Abkhazia: An ethnological excursion. 5. Abkhazia: Cultural Heritage. 6. Abkhazia in the Collections of the National Centre of Manuscripts.
In addition to lectures and workshops, we have planned round table and panel discussions, as well as field trips to visit historical monuments related to the topics. Distinguished Georgian scientists and international researchers will share their research results and methodology with Georgian and foreign participants.
- The working languages of the school are Georgian and English. Lectures and other activities will be conducted with the support of simultaneous translation. Applicants will be selected through a competitive process.
- The National Centre of Manuscripts will cover participants’ expenses, including accommodation and food; individuals are responsible for their travel costs to and from Tbilisi,
Please, fill out the Application Form no later than the 10th of March, 2025.
– Application Form: https://forms.gle/iYor4MLLuyqSQ6eq7
Selected candidates will be notified by the 15th of March 2025.
Spring School Team
E-mail: abkhazia.school@manuscript.ge
Korneli Kekelidze Georgian National Centre of Manuscripts
- Alexidze 1/3
0193, Tbilisi, Georgia
Contact Person: Dr. Irina Gogonaia
Coordinator of the project
Head of the Educational and Qualification Projects Department
Korneli Kekelidze Georgian National Centre of Manuscripts
E-mail: irinagogonaia@manuscript.ge
Cell: (+995 77) 79 54 54