ცხადდება კონკურსი დიგიტალიზაციის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცხადდება კონკურსი დიგიტალიზაციის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე
პოზიცია სპეციალისტი/შტატგარეშე თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 800 ლარი
ადგილების რაოდენობა:1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
ცენტრში დაცული მასალის სკანირება (როგორც სკანერებით, ასევე ფოტოკამერებით). სკანირებული მასალის პაგინაცია, დამუშავება Photoshop – ით ან სხვა კომპიუტერული პროგრამებით და მათი განთავსება ხელნაწერთა ერთიან ბაზაში (შესაბამის ელექტრონულ საცავებში);
პალიმსფესტების ინფრაწითელი და ულტრაიისფერი სკანირება და მიღებული გამოსახულებების დამუშავება ქვედა ფენის გამოსაჩენად;
მოთხოვნები:
პროფესიული ან უმაღლესი განათლება.
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია: სკანირებისა და ციფრული ფოტოგრაფირების საწყისი ცოდნა. Adobe Photoshop-ისა და სხვა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სკანირებული მასალის დასამუშავებლად.
საკონკურსო განაცხადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები
კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ge 2024 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით)