ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი – 66

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 66 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ცენტრში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია.

 

ქართული მწერლობის, ისტორიისა და კულტურის ფილოლოგიურ-კოდიკოლოგიური, არქივთმცოდნეობითი, წყაროთმცოდნეობით-ისტორიული კვლევების შედეგების შესახებ მოხსენებები წაიკითხეს ცენტრის სხვადასხვა თაობის წამყვანმა მეცნიერებმა: ლელა შათირიშვილმა, ეკა დუღაშვილმა, ნათია მიროტაძემ, ნათია დუნდუამ, ვლადიმერ კეკელიამ, ქეთი ხითარიშვილმა, დარეჯან გოგაშვილმა, თემო ჯოჯუამ, თეა ქართველიშვილიმა, ნუგზარ პაპუაშვილმა.