26 მაისი
ქალაქ თელავში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ რესტავრაციის ლაბორატორიის მუშაობის პროცესს. აღედგინათ და შეესწავლათ ფურცლის რესტრავრირების ტექნოლოგია. ასევე, მონაწილეებმა აითვისეს წიგნის აკინძვის ხერხები. პროგრამას
უძღვებოდნენ რესტავრაციის ლაბორატორიის თანამშრომლები: იზოლდა ჯიქიძე, ინგა ბასილაძე, ნუცა კვერნაძე.
სტუმრები ასევე ჩაერთნენ საგანმანათლებლო პროგრამაში „დაბეჭდე შენი დედაენა“. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება „დედაენის“ 1920 წლის გამოცემის სტამბური კლიშეები, ამ კლიშეების საფუძველზე მომზადებული რეკვიზიტების გამოყენებით დამთვალიერებლებმა თავად „დაებეჭდეს“ დედაენის რამოდენიმე გვერდი. პროგრამას უძვებოდა საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების სპეციალისტი მანანა ღვინერია.
გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ კალიგრაფები, რუსუდან სუხაშვილი, ანა ხვიჩია და ნიკოლოზ დემეტრაშვილი, რომელთაც საზოგადოებას გააცნეს კალიგრაფიული წერის საინტერესო თავისებურებები:
• მხედრულ ასოთა კალიგრაფიული თავისებურებები
• კალიგრაფიული ნამუშევრის დატვირთვა
• ასომთავრული დამწერლობის თავისებურებები.