ზალცბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლების სამეცნიერო სემინარი

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა სამეცნიერო სემინარი. მოხსენებები წაიკითხეს ზალცბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა: ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა იასმინ დუმ-ტრაგუტმა, დოქტორმა მარატ იავრუმიანმა, დოქტორმა ნინო საყვარელიძემ.
მოხსენებები ეხებოდა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტს – „კულტურათშორისი გაცვლა და ცოდნის გადატანა-გადაცემა ქრისტიანულ დასავლეთსა და მუსლიმურ აღმოსავლეთში სომხური, არაბული და ქართული ხელნაწერების მიხედვით“ „MEETING IN THE BODY OF THE HORSE: Cultural transfer and knowledge transmission between Christian West and Muslim East in Armenian, Arabic and Georgian manuscripts“.
ღონისძიების ფარგლებში ცენტრს სტუმრად ეწვია ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი, რომელიც შეხვდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს ზაზა აბაშიძეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ცენტრში დაცულ მრავალფეროვან კოლექციას.