თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დოვლეტმირატ სეიტმამმედოვი.
სტუმრებს უმასპინძლა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. მან ელჩს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა ცენტრის საქმიანობისა და მნიშნველოვანი კოლექციების შესახებ. შეხვედრაზე ისაუბრეს თურქმენეთის სამეცნიერო დაწესებულებებსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე და პერსპექტივებზე.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ცენტრის ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ აბულაძემ და მეცნიერ თანამშრომელმა ნინო კობაურმა სტუმრებს ცენტრის აღმოსავლურ კოლექციაში დაცული უნიკალური ხელნაწერები დაათვალიერებინეს.