ფრანგი მეცნიერებისა და დიპლომატების ვიზიტი
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვია ფრანგი მეცნიერებისა და დიპლომატებისგან შემდგარი დელეგაცია.
სტუმრების მთავარ ინტერესს წარმოდგენდა გაცნობოდნენ საქართველოში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა კვლევით ცენტრსა და ინსტიტუტს. ამ მიზნით ეწვივნენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, როგორც ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ცენტრის საქმიანობასა და აქ დაცულ მრავალფეროვან კოლექციებს, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.
სტუმრებს შეხვდნენ ცენტრის თანამშრომლები: დირექტორის მოადგილე თამარ ჭოხონელიძე, ცენტრის ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ აბულაძე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნესტან ჩხიკვაძე.