ცხადდება ვაკანსია არქივმცოდნეობის და ელექტრონული არქივის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე
სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცხადდება კონკურსი არქივმცოდნეობის და ელექტრონული არქივის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე
კონკურსის ჩატარების ფორმა და ეტაპები:
- კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია.
- კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) განცხადებების გადარჩევა;
ბ)გასაუბრება (ტარდება საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში; გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს ყველა ან შერჩევით კანდიდატთან; შესაძლებელია ელექტრონული ფორმატით ჩატარება).
- საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კანდიდატთა შერჩევისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას წერითი დავალება ან ტესტური შეფასების მეთოდი.
საკონკურსო განაცხადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები:
კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ge – 2023 წლის 24 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
- საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვროს 2023 წლის 11-12 დეკემბერი;
- გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვროს 2023 წლის 14-15 დეკემბერი.
შენიშვნა: საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში, კანდიდატებისთვის წინასწარი შეტყობინებით.
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2023 წლის 25 დეკემბრისა.
კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განცხადება (ფორმა ჩამოტვირთეთ აქედან)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით)
- დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
- გამოქვეყნებული 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს
- ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა)
- ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
- ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).
- ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა)
- ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
თანამდებობის დასახელება:
არქივმცოდნეობის და ელექტრონული არქივის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
დამსაქმებელი: სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
თანამდებობრივი სარგო: 1030.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა: საარქივო დოკუმენტების კვლევა/დამუშავება, საარქივო დოკუმენტების გამოსაცემად მომზადება; არქივის დამუშავება და აღწერილობის გამოსაცემად მომზადება.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული
სამუშაო გამოცდილება არქივთან მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- არქივის დამუშავების სტანდარტის ცოდნა
- საარქივო დოკუმენტებზე მუშაობის-შესწავლა/პუბლიკაციის, გამოცდილება
- ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივმცოდნეობის განყოფილების სამომავლო განვითარების ხედვა
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
სასურველია:
- სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა / ხელმძღვანელობა;
- ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა