დელეგაცია პოლონეთიდან
Posted at h
in სიახლეები
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვია დელეგაცია პოლონეთიდან. მათ დაათვალიერეს ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერების კოლექციები, მათ შორის პოლონური ხელნაწერები.
გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორთან ზაზა აბაშიძესთან. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს. ასევე, პოლონელ კოლეგებთან დაიგეგმა მემორანდუმის გაფორმება.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ოსოლინეუმის დირექტორი, ლუკაშ კამინსკი (ქ. ვროცლავიდან), ლაურინას ვაიჩიუნასი, პროფესორი დავით ყოლბაია და პროფესორი ვოიჩეხ მატერსკი ვარშავის უნივერსიტეტიდან, იან ნოვაკ-იეჟორანსკის სახ. აღმოსავლეთ ევროპის კოლეგიის ხელმძღვანელი, ევა ვაიჩიუნენე, იან ნოვაკ-იეჟორანსკის სახ. აღმოსავლეთ ევროპის კოლეგიის წარმომადგენელი, აგატა ვასოვსკა, პავლიკ კრაკოვის კულტურის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, მალგოჟატა ვიეჟხოვსკა, პოლონური ინსტიტუტის წარმომადგენელი თბილისში (პოლონეთის საელჩო). ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის ხელმძღანელი თამარ აბულაძე