კონკურსის „ბრიტანეთი და საქართველო“ შემაჯამებელი ღონისძიება
21 ივნისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში სასკოლო კონკურსის „ბრიტანეთი და საქართველო“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა და აფხაზეთის სულიერების ცენტრის ხელმძღვანელმა, ბესიკ სილაგაძემ.
ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და აფხაზეთის სულიერების ცენტრს შორის.
გარდა ამისა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს გააცნო პროექტი, რომელიც მოიცავს კონკურსების ციკლს: „ქართელოლოგია ვიკიპედიაში“, „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ და „ქართული მეცნიერება უცხოენოვან ვიკიპედიაში“. კონკურსები ხორციელდება ფართო საზოგადოებაში ქართველოლოგიის პოპულარიზაციისა და მის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ვიკიმედიის საერთაშორისო პლატფორმის (ვიკიპედია) საშუალებით.
ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსმა, ნესტან ბაგაურმა წარადგინა და დააჯილდოვა კონკურსის „ბრიტანეთი და საქართველო“ გამარჯვებული გუნდები.