გამოფენის “საქართველოს დამოუკიდებლობა – ბრძოლა გრძელდება“ გახსნა
26 მაისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა გამოფენა “საქართველოს დამოუკიდებლობა – ბრძოლა გრძელდება”.
საგანგებო სტუმრები იყვნენ აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებული ხელნაწერების ექსპოზიციის გახსნას ესწრებოდანენ აფხაზეთის სულიერების ცენტრის ხელმძღვანელი ბესიკ სილაგაძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პროტოდიაკონი, მამა მირიანი (სხირტლაძე), იუსტიციაასა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი მებონია.
გამოფენას სტუმრობდნენ აფხაზეთის მთავრობისა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინსიტროს წარმომადგენლები.
უნიკალური ექსპონატების გარდა სტუმრებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი “გენერალი გიორგი კვინიტაძე – გაცოცხლებული ისტორია”, რომელიც ასახავს გენერლის სამოსის კოლექციის საქართველოში დაბრუნების, აღდგენისა და გადარჩენის სიტორიას