კალის ლექციონარის რესტავრაცია

პროექტის „კალის ლექციონარი“ ფარგლებში, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს, დაიწყო ხელნაწერის კოდიკოლოგიური შესწვლა.
✅ამ დრომდე განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
➡ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და კელნის რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომლები მუშაობენ სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც მოხდება ხელნაწერის რესტავრაცია.
➡გერმანელმა კოლეგებმა ჩვენს თანამშრომლებს მიაწოდეს სარესტავრაციო საქმესთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურა.
➡ პროფ. ანდრეა პატაკის გადაეგზავნა სარესტავრაციო ხელნაწერის ფოტოები.
➡სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით გერმანულმა მხარემ შეიძინა მრავალათასიანი ტენის მოსაცილებელი მაგიდა (Saugtisch), რომელიც ცენტრს რამოდენიმე თვეში გადმოეცემა.
➡სულ მცირე თვეში ორჯერ, დისტანციურ რეჟიმში ეწყობა სამუშაო შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობენ: ცენტრის დირექტორი ზაალ აბაშიძე და მეცნიერ-თანამშრომლები – თამარ ჭუმბურიძე, შორენა თავაძე, ნინო მეგენეიშვილი, სტუდენტი ელენე ქურდაძე, გერმანულ მხარეს წარმოადგენდნენ კიოლნის რესტავრაცია-კონსერვაციის ინსტიტუტის პროფესორი ანდრეა პატაკი და რესტავრატორები: მარლენ ბიორნგერნი, ბერტ იაცეკი, ასევე, სტუდენტები: შარლოტე ბრეცენდორფერი და კერსტინ მერცი.
? კალის ლექციონარი, Xს.
ეტრატზე შესრულებული ხელნაწერი აღმოჩენილია სვანეთში, სოფელ კალაში.
გადაწერილია პალესტინაში.
Q-1653