ლექცია სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში
2017 წლის 19 მაისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში შედგა ბოლო ლექცია საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის. ლექცია თემაზე „ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობების ისტორია“ წაიკითხა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის მეცნიერ თანამშრომელმა ხათუნა გაფრინდაშვილმა. სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია ქართულიდან სომხურად და სომხურიდან ქართულად თარგმნილი ძეგლების ურთიერთმიმართების საკითხებმა, „ქართლის ცხოვრების“ ძველმა სომხურმა თარგმანმა, ასევე, საზღვრისპირა ტერიტორიებზე შერეული დასახლებების შესახებ ქართულ და სომხურ წყაროებში არსებულმა ცნობებმა. სასწავლო პრაქტიკა ხორციელდება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.