ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 59

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 59 წელი გავიდა. 30 ივნისს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა მისი დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ასევე სამეცნიერო ჟურნალ „მრავალთავის“ 25-ე ტომისა და ორი სამეცნიერო-პოპულარული გამოცემის პრეზენტაცია. აგრეთვე გაიხსნა მაღაზია და ნებისმიერ მსურველს შეეძლება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოცემების შეძენა.

დაარსების დღიდან ცენტრი სამეცნიერო საქმიანობას ეწევა დღესდღეობით კი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დანიშნულება მრავალმხრივია. ის არის როგორც უდიდესი და უმნიშნველოვანესი საცავი ქართული ხელნაწერებისა, ასევე უცხოენოვანი ხელნაწერი კოლექციების, საარქივო ფონდისა და პირველნაბეჭდი წიგნებისა, აგრეთვე არის
უმნიშნველოვანესი სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ზრდასა და განვითარებას. აქ დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობა დიდ სამსახურს უწევს და მომავლშიც გაუწევს ახალგაზრდა მკვლევრებს. გარდა ამისა ცენტრის კარი ღიაა კოლექციებით დაინტერესებული ადამიანებისათვის. ცენტრის მიერ განხორციელებულ საგამოფენო და საგანმანათლებლო პროექტებში უამრავი სკოლის მოსწავლე, სტუდენტი და უბრალოდ დაინტერესებული პირი იღებს მონაწილეობას. ისინი ეცნობიან ინტელექტუალურ მემკვიდრეობას და უამრავ ინფორმაციას იღებენ ექსპონატების შესახებ.