წიგნისა და უმაღლესი განათლების რიგით მეორე საერთაშორისო გამოფენა

ქალაქ ბათუმში, აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და „Expo Batumi”-ის ორგანიზებით, წიგნისა და უმაღლესი განათლების რიგით მეორე საერთაშორისო გამოფენა გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებაში ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საზოგადოებას წარუდგინა ცენტრის მიერ გამოცემული წიგნები. ასევე, სალექციო შეხვედრები გამართა ცენტრის ზოგადი და საგამომცემლო საქმიანობის შესახებ. მოსხენებები წარადგინეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და ცენტრის საგამომცემლო სამსახურის ხელმძღვანელმა ლანა გრძელიშვილმა.