ცხადდება ვაკანსია

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცხადდება ვაკანსია სპეციალისტის თანამდებობაზე

კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ge  2024 წლის 1 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით.

დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.

საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვროს 2024 წლის 22-23 იანვარი.

გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვროს 2024 წლის 25-26 იანვარი.

კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არაუგვიანეს 2024 წლის 2 თებერვლისა.

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით)
  • დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი