სამეცნიერო სემინარი

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების ორგანიზებით, სამეცნიერო სემინარი ჩატარდა, რომელიც ცნობილი ქართველი მეცნიერის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის (1968-1988 წწ.) ელენე მეტრეველის სხოვნას მიეძღვნა.
მეცნიერის სახელობისვე დარბაზში შეკრებილმა სამეცნიერო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ელენე მეტრეველის მოღვაწეობის პერიოდი, თუ რაოდენ დიდია მისი ღვაწლი ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში.
სემინარზე მოხსენებები წაიკითხეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერებმა: ნანა ჩიკვატიამ, ლაშა ტყებუჩავამ, ეკა დუღაშვილმა.