გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში ვიზიტი

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო – საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გონელი არახამია ეწვივნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლას.
ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ დამსწრე საზოგადოებისა და სკოლის მოსწავლეთათვის წაიკითხა საჯარო ლექცია – „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციები და საქართველოს ისტორია“. ისაუბრა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე.
პროფესორმა გონელი არახამიამ წაიკითხა ლექცია თემაზე – „ქართლის ცხოვრება, როგორც საქართველოს ისტორიის უმთავრესი წყარო“.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას და სტუმრებს სიტყვით მიმართეს ნორიოს საჯარო სკოლის დირექტორმა შორენა მამუკაშვილმა და სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელმა მედეა ლეკიშვილმა.
სკოლის მოსწავლეებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისგან საჩუქრად გადაეცათ ქართული ანბანის პლაკატები და სამახსოვრო ბარათები.