ცხადდება მიღება საგაზაფხულო სკოლაში „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“

მე-3 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულკულტუროლოგიური ასპექტები)“

24-30 მაისი, 2024. თბილისი

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მე-3 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ განხორციელდება 2024 წლის მაისში. საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიისა და კულტურის კვლევა. უკვე მესამედ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების“ საგრანტო კონკურსში და მოიპოვა პროექტის დაფინანსება (OTG-II-23-088). პროექტში თანამონაწილე ორგანიზაციის სტატუსით ჩართულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს განუყოფელი ნაწილის, მისი ოკუპირებული ტერიტორიის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის – ისტორიის გააზრება თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე დაყრდნობით, აქტუალურ საკითხებზე დისკუსია და სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა, ახალგაზრდა მეცნიერთა დაინტერესება აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხების კვლევით, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება. საგაზაფხულო სკოლის პროგრამა საკმაოდ დატვირთულია და მოიცავს ექვს სასწავლო მოდულს: 1. ტერმინები “აფხაზი” და “აფხაზეთი”; 2. აფხაზეთი უძველესი დროიდან შუა საუკუნეებამდე (ახალი მოდული); 3. აფხაზეთი: “აფხაზთა სამეფოდან” ოკუპირებულ ტერიტორიამდე; 4. ყოფა აფხაზეთში: ეთნოლოგიური ექსკურსი (ახალი მოდული); 5. აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა; 6. აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში. სალექციო კურსთან და ვორქშოფებთან ერთად დაგეგმილია დისკუსიები მრგვალი მაგიდისა და პანელურ ფორმატში, ასევე, გასვლითი აქტივობები სკოლის თემატიკასთან დაკავშირებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების მოსანახულებლად. ცნობილი ქართველი მეცნიერები, ასევე უცხოელი მკვლევრები თავის კვლევის შედეგებსა და მეთოდოლოგიას გაუზიარებენ სკოლის ქართველ და უცხოელ მსმენელებს. სკოლის სამუშაო ენა არის ქართული და ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით. პროექტი უზრუნველყოფს  მსმენელების  დაბინავებას, კვებას, შიდა ტრანსპორტირებასა და ექსკურსიებს;  არ ანაზღაურებს თბილისში მსმენელების მგზავრობის ხარჯს.
სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 01 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: abkhazia.school@manuscript.ge.. შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2024 წლის 10 თებერვლისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ქვემოთ მითითებულ ტელეფონზე ან ელექტრონულ მისამართზე.

პატივისცემით,
სკოლის გუნდი
E-mail: abkhazia.school@manuscript.ge
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
მ. ალექსიძის 1/3
0193, თბილისი, საქართველო

www.manuscript.ge
info@manuscript.ge

საკონტაქტო პირი:
დოქტ. ირინა გოგონაია
პროექტის კოორდინატორი
სასწავლო და სასერთიფიკატო პროექტების სამსახურის უფროსი
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ტელ.: 577 79 54 54
E-mail: irinagogonaia@manuscript.ge

3rd International Spring School

Abkhazia: From the Ancient times to the Present
(Historical-Culturological Aspects)

24-30 May, 2023
Tbilisi, Georgia

We are pleased to inform that the International Spring School; Abkhazia: From the Ancient Times to the Present (Historical-Culturological Aspects); will be held on May 24-30 2024. For the third time, the project is implemented in collaboration with the Sokhumi State University through financial support from the Shota Rustaveli National Science Foundation within the framework of “A Grant Competition Supporting 2023 Georgian Occupied Territories Studying National Research Projects and International Scientific Events”. The main goal of the project is to comprehend the history of the occupied territory of Georgia
and its integral part Autonomous Republic of Abkhazia based on contemporary scientific criteria, to debate existing topics, determine prospective research perspectives, develop collaborative ties, to integrate Georgian scientists into the international scientific space, and involve young scientists in issues related to Abkhazia. This year, for the first time, the school schedule covers the period from ancient times to the present day. Therefore, the participants will be able to understand the historical and cultural aspects related to Abkhazia. The spring school program is active and contains six learning modules: 1. About terms “Abkhazia” and “Abkhazian”; 2.Abkhazia: From the Ancient times to the Present” (new module in the program). 3. Abkhazia: From the “Kingdom of Abkhazia” to the occupied territory; 4. Existence in Abkhazia: Ethnological excursion (new module in the program); 4. Abkhazia: Cultural Heritage; 5. Abkhazia in the Collections of the National Centre of Manuscripts.
Along with lectures and workshops, round tables and panel discussions are planned, as well as field trips to visit historical monuments related to the topics. Prominent Georgian scientists and international researchers will share their research results and methodology with Georgian and foreign participants.
The International Spring School;Abkhazia: From the Ancient Times to the Present (Historical-Culturological Aspects)-2024; is considered for researchers and students (MA, PhD) from Georgia and foreign countries interested in the history and culture of Georgia, especially of autonomous republic of Abkhazia. The working languages of the school are Georgian and English. Lectures and other activities will be held with the support of simultaneous translation.
Applicants will be selected on the basis of competition.
Participants’ costs covered by the National Centre of Manuscripts includes accommodation, food and travel within Georgia, however individuals must cover their own travel cost to and from Tbilisi (Georgia). The filled Application Form should be sent to this e-mail address: abkhazia.school@manuscript.ge. no later than the 1 st of February, 2024. Selected candidates will be notified by the 10 th of February, 2024.

Spring School Team
E-mail: abkhazia.school@manuscript.ge
Korneli Kekelidze Georgian National Centre of Manuscripts
M. Alexidze 1/3
0193, Tbilisi, Georgia
www.manuscript.ge
info@manuscript.ge
Contact Person: Dr. Irina Gogonaia
Coordinator of the project
Head  of the Educational and Qualification Projects Department
Korneli Kekelidze Georgian National Centre of Manuscripts
E-mail: irinagogonaia@manuscript.ge