2023 წელს გამოცემული წიგნების წარდგენა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ცენტრის მიერ 2023 წელს გამოცემული წიგნების წარდგენა.
ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. მან სამეცნიერო მიმართულებით ცენტრის ნაყოფიერი მუშაობის შესახებ ისაუბრა, ცენტრის 2023 წლის გამოცემების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ორი წიგნი წარადგინა.
საზოგადოებას გამოცემები გააცნეს ავტორებმა და რედაქტორებმა: ნესტან ჩხიკვაძემ, თამარ ოთხმეზურმა, თინა დოლიძემ, ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა. მანუჩარ გუნცაძემ, თამაზ გოგოლაძემ, ნიკოლოზ ჟღენტმა და დეკანოზმა გიორგი გუგუშვილმა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად მუშაობს და აქვეყნებს სამეცნიერო შინაარსის ნაშრომებს. მსგავსი გამოცემების დაბეჭდვა ემსახურება ქვეყანაში ჰუმანიტარული მეცნიერების და ცენტრში დაცული უნიკალური ძეგლების პოპულარიზაციას.