ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია)

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა წიგნი „ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია)“.
წიგნის ავტორია მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
გამოცემის წარდგენა გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
წიგნი საზოგადოებას გააცნო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ.
მოწვეულ სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელმა).
წიგნი მოგვითხრობს XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეულ მოსაგრეზე, ისიქასტზე, დაყუდებულ ბერზე, საეკლესიო მწერალზე – ღირს ალექსი სენაკელზე (შუშანია) (1852-1923). მონოგრაფიაში გამოწვლილვითაა შესწავლილი ღირსი მამის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველა სფერო.