საქართველო და ბიზანტიური თანამეგობრობა: პოლიტიკა, კულტურა და იდენტობა იმპერიის საზღვრებზე (XI საუკუნე)

კონრელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა საგრანტო პროექტის – „საქართველო და ბიზანტიური თანამეგობრობა: პოლიტიკა, კულტურა და იდენტობა იმპერიის საზღვრებზე (XI საუკუნე)“ პრეზენტაცია.
პროექტი ემყარება თანამედროვე ბიზანტინისტიკაში ფართოდ განხილვად კვლევით კონცეფციას „ბიზანტიური ტანამეგობრობა. მასში განხილულია შემდეგი საკითხები: რამდენად განსაზღვრავდა ბიზანტიური ზეგავლენა ახალგაზრდა ქართული მონარქიის პოლიტიკური სუვერენიტეტის ხარისხს იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ელიტის სახელმწიფოებრივ, რელიგიურ და კულტურულ იდენტობებს, რა მექანიზმებს იყენებდნენ ქართველი მოღვაწეები ბიზანტიური განათლების დაუფლებისა და იმავდროულად სუვერენიტეტის შენარჩუნებისათვის.
პროექტი ინტერდისციპლინურია. მასში მონაწილეობას იღებდნენ: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევრები: მზია სურგულაძე, ისტორიის დოქტორი, თამარ ოთხმეზური, ფილოლოგიის დოქტორი, მაია მაჭავარიანი, ფილოლოგიის დოქტორი; გიორგი ჭეიშვილი, ისტორიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; მზია ჯანჯალია, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გ. ჩუბინაშვილის ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; პროექტის კოორდინატორი და თანამონაწილე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მცნიერ თანამშრომელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ნათია დუნდუა.
პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
ნაშრომის ელექტორნული ვერსია იხილეთ ბმულზე: