სემინარი – ერთი ფიგურალური გამოთქმის შესახებ ეფრემ მცირის თარგმანებში

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამეცნიერო სემინარი. მოხსენება წაიკითხა კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერმა თამარ ოთხმეზურმა თემაზე: „ერთი ფიგურალური გამოთქმის შესახებ ეფრემ მცირის თარგმანებში”.
მოხსენებაში წარმოდგენილი იყო ეფრემ მცირის თარგმანებში – გრიგოლ ღვთისმეტყველის საკითხავთა ბასილი მინიმუსისა და არეოპაგიტული კორპუსის კომენტარებში დადასტურებული ერთი ფიგურალური გამოთქმის ანალიზი.