თამარ მეფისა და შოთა რუსთველის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება

15 მაისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ა(ა)იპ „კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის“ ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, თამარ მეფისა და შოთა რუსთველის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული თამარ მეფის ეპოქასთან დაკავშირებული ხელნაწერების ასლები. გარდა ამისა, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ეხილა ამ პერიოდის ხელნაწერების ფოტოგამოფენა.
ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ ნაწილს წარმოადგენდა ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის „კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის“ პრეზენტაცია, რომლის მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების ჩატარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია.
ორგანიზაცია დააფუძნეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა: ლანა გრძელიშვილმა, ანა ბაქანიძემ, თამარ მჭედლიძემ, ნათია დუნდუამ, მარიამ ხუტუნიშვილმა, მარიამ ჯაბიძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი, ა(ა)იპ „კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის“ დირექტორი ლანა გრძელიშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი მარიკა დარჩია, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია და აკადემიკოსი, ლიტერატურათმცოდნე ინესა მერაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი, ექიმი, მეცნიერი ყარამან ფაღავა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი რეზო კლდიაშვილი.
ზაზა აბაშიძემ დამსწრე საზოგადოების წინაშე ღონისძიებაზე წარმოდგენილ ხელნაწერებსა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მადლობა გადაუხადა სტუმრებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის წევრებს კი, წარმატება უსურვა სამომავლო საქმიანობაში. გარდა ამისა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს საჩუქრად გადაეცა ცენტრის საცავში დაცული თამარ მეფის ისტორიული დოკუმენტის ფოტოასლი.
სიტყვით გამოსულმა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს მადლობა გადაუხადა, ისაუბრა ქართული კულტურის, მისი მატერიალური ძეგლებისა და ჩვენი უძველესი ისტორიის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე, ახალი ორგანიზაციის წევრებს კი, შემოქმედებითი წარმატება უსურვა