ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა – “Batumi Book & Higher Education 2023”

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენაში – “Batumi Book & Higher Education 2023”.
➡?დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერთა ავტორობით გამოცემულ სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარულ გამოცემებს.
➡საზოგადოების წინაშე წარსდგნენ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე და ცენტრის საგამომცემლო სამსახურის ხელმძღვანელი ლანა გრძელიშვილი. მათ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს ცენტრის საქმიანობის, აგრეთვე მიმდინარე კვლევებისა და გამოფენაზე წარმოდგენილი წიგნების შესახებ.
➡გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, გამომცემლობები და ა.შ.