აკადემიკოს ზაზა ალექსიძის სახელობის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა აკადემიკოს ზაზა ალექსიძის სახელობის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი.
მოხსენება წაიკითხა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების უფროსმა დალი ჩიტუნაშვილმა.
სემინარი ეხებოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერების – დალი ჩიტუნაშვილის, ხათუნა გაფრინდაშვილისა და ირმა ხოსიტაშვილის სომხეთში მივლინებას მატენადარანში დაცული ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის მიზნით.