თურქმენეთის საგანგებო და სულუფლებიანი ელჩი
Posted at h
in სიახლეები
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია თურქმენეთის საგანგებო და სულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი დოვლეთმურატ მურატოვი. ელჩმა დაათვალიერა ცენტრის საგამოფენო სივრცე და გაეცნო კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ აღმოსავლურ ხელნაწერთა კოლექციას.
შეხვედრაზე თურქმენეთის ელჩმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ისაუბრეს თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელნაწერების ინსტიტუტთან ურთიერთობის დამყარების მნიშვნელობაზე და
სამომავლოდ ამ ინსტიტუტთან სათანადო მემორანდუმის გაფორმების გეგმებზე.
ზაზა აბაშიძემ ასევე, აღნიშნა, რომ თურქმენეთის ენის, ლიტერატურის და ხელნაწერების ინსტიტუტთან თანამშრომლობა ურთიერთსასარგებლო იქნება და ხაზი გაუსვა ქართველი ხელნაწერთმცოდნე–აღმოსავლეთმცოდნეების დიდი დაინტერესება თურქმენეთში დაცული სპარსულ-არაბულ-ოსმალური ხელნაწერი მემკვიდრეობისადმი.
საუბარს ესწრებოდნენ თურქმენეთის საელჩოს მეორე მდივანი ათამურატ ბალიბაევი და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდების დეპარტამენტის უფროსი თამარ აბულაძე.