ცენტრის მიერ ბოლო პერიოდში გამოცემული სამეცნიერო კრებულების წარდგენა

2 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ბოლო პერიოდში გამოცემული სამეცნიერო კრებულების წარდგენა.
➡ ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. მან წარმოდგენილი წიგნების შინაარსსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა, რომ ცენტრი ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო დაწესებულებაა ქვეყანაში, რომელიც მუდმივად ზრუნავს ჰუმანიტარული სამეცნიერო სფეროს განვითარებაზე.
➡ ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილი, რომელმაც მინისტრის სახელით ცენტრს მიულოცა ამ მნიშნველოვანი გამოცემების პუბლიკაცია და მადლობა გადაუხადა ასეთი ნაყოფიერი მუშაობისთვის.
➡ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ცენტრის მიერ ბოლო პერიოდში დაბეჭდილი შვიდი გამოცემა: მრავალთავი 27, ზაზა ალექსიძისადმი მიძღვნილი კრებული, ენრიკო გაბიძაშვილისადმი მიძღვნილი კრებული, ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი მე-12, მე-13 ტომები, ბაღვაში (სამეცნიერო კრებული), აფხაზეთი შუა საუკუნეებიდან დღემდე (საზაფხულო სკოლის მასალების კრებული). აღნიშნული გამოცემები წიგნების ავტორებმა და რედაქტორებმა წარადგინეს.