არმენოლოგიის კათედრის დაარსებიდან 100 შესრულდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, რომელიც არმენოლოგიის კათედრის დაარსებიდან 100 წელს მიეძღვნა.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებიდან საგანგებოდ ამ თარიღთან დაკავშირებით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ხელნაწერების, საარქივო დოკუმეტებისა და მემორიალური ნივთების ორიგინალები: საკითხავები (1747 წ.) თარგმნილი სომხურიდან ვარდაპეტ კაკაბაანთ გეურქას მიერ, ოთხთავი (1601 წ. – მომგებელი: ხოჯა ამირა); ილია აბულაძისა და ივანე ჯავახიშვილის პირადი საარქივო დოკუმენტები, მათ შორის: მოხსენება „სულხან-საბა ორბელიანის სომხური წყაროები“, წერილი „ქართლის ცხოვრების“ ძველი სომეხი მთარგმნელი და მისი მოღვაწეობის ხანა“ და სხვ.; ილია აბულაძის კუთვნილი კალამი. ექსპოზიციის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ხელნაწერთა ერონვული ცენტრის მეცნიერის, ისტორიკოსის, ფილოლოგისა და არმენოლოგის, პროფესორ ზაზა ალექსიძის მონოგრაფიები და ავტოგრაფები.