ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების (SEI) მეათე საერთაშორისო კონგრესის მონაწილეების ვიზიტი

ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ირანისტიკის კათედრის ორგანიზებით გაიმართა ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების (SEI) მეათე საერთაშორისო კონგრესი.
კონგრესში მონაწილეები კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ, დაათვალიერეს ცენტრში დაცული როგორც ქართული ისე აღმოსავლური კოლექციის გამორჩეული ნიმუშები: რუმის „მესნევი“, ნიზამის „ხამსა“ (ხუთი პოემა), საადის „ბუსთანი“, „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე ხელნაწერი და სხვა.
სტუმრებს უმასპინძლა და ხელნაწერები გააცნო ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსმა თამარ აბულაძემ.