ცხადდება კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცხადდება კონკურსი კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების  მთავარი მეცნიერი თანამშრომელის თანამდებობაზე

თანამდებობრივი სარგო: 1045 ლარი

ადგილების რაოდენობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

  • ქართული ხელნაწერების კოდიკოლოგიური ანალიზი;
  • სამეცნიერო აღწერილობებისა და კატალოგების შედგენა;
  • ქართული მწიგნობრობის კერების ისტორიის კვლევა.
  • ძვ.ქართული ტექსტების კრიტიკული გამოცემის მომზადება;

 

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები -დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება: სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

 

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • ხელნაწერთა აღწერა-კატალოგიზაციის, კვლევისა და პუბლიკაციის გამოცდილება;
  • სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელობის/მათში მონაწილეობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში/პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
  • უცხოურ სამეცნიერო ცენტრებსა და სიძველეთსაცავებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
  • ძველი ქართული და  ძველი ბერძნული ენების ცოდნა.

 

 სასურველია:

  • პუბლიკაციები უცხოენოვან გამოცემებში.

 

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word.

უცხო ენები:

ერთ-ერთი უცხო ენა.

საკონკურსო განაცხადების მიღების,  განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ac.ge – 2022 წლის 1 სექტემბრიდან – 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
  3. საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვროს 2022 წლის 5-6 ოქტომბერი;
  4. გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვროს 2022 წლის 10 ოქტომბერი;

შენიშვნა:  საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში, კანდიდატებისთვის წინასწარი შეტყობინებით.

  1. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2022 წლის  13 ოქტომბრისა.

 

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია, საკონკურსო განაცხადის ფორმა და სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე

სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი და პირობები