კონსერვაცია-რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის ანგარიში

კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონსერვაცია- რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორია, ამავე ცენტრის სარესტავრაციო საბჭოს წინაშე წარსდგა ანგარიშით, რომელიც შეეხებოდა 2020-2022 წლების განმავლობაში ლაბორატორიაში მიმდინარე სარესტავრაციო პროცესებს.
ლაბორატორიის თანმშრომლებმა საბჭოს წევრებს წარუდგინეს გასული ორი წლის რესტავრირებული
ერთეულების ნუსხა და მიმდინარე სამუშაო პროცესების შესახებ ინფორმაცია. კოვიდ პანდემიის პირობებში, კონსერვაცია-რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიაში
სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციიების დაცვით სარესტავრაციო პროცესი გრძელდებოდა.
კონსერვაცია-რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიაში რესტავრაცია ჩაუტარდა ცენტრის კოლექციებში დაცულ, ლაბორატორიის გეგმით გათვალისწინებულ ქაღალდსა და ეტრატზე შესრულებულ ხელნაწერებს, ისტორიულ დოკუმეტებსა და ძველნაბეჭდ წიგნებს.