აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმსა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

18 მაისს, სოფელ სხვიტორში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმსა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ორგანიზაციები მიზნად ისახავენ ითანამშრომლონ კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებებით, რაც გულისხმობს: მეცნიერების მოკლევადიან მივლინებას ლექციების ჩატარების მიზნით, თანამშრომლობას სამეცნიერო პროექტების ფარგლებში, ერთობლივი ტრენინგების, სემინარებისა და კონფერენციების განხორციელებას.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზ. აბაშიძემ აკაკი წერეთლის მუზეუმის დირექტორს ც. ლაშხს საჩუქრად გადასცა ცენტრის საარქივო ფონდებში დაცული აკაკი წერეთლის რამდენიმე საარქივო დოკუმენტის ციფრული ასლი.
მემორანდუმს ხელი მოეწერა აკაკის სახლის ეზოში მის დროინდელი კაკლის ხის ქვეშ, აკაკის ცნობილ ქვის მაგიდაზე.