თურქეთის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის ვიცე პრეზიდეტი აჰმეთ ნაიმ ჩიჩექლერის ვიზიტი

2022 წლის 13 მაისს კონელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია თურქეთის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის ვიცე პრეზიდეტი აჰმეთ ნაიმ ჩიჩექლერი, მისი თანაშემწე ჰამზა სალდუზი და თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტის დირექტორი ალი ოღუზან იუქსელი. მათ უმასპინძლა ცენტრის დირექტორმა ბატონმა ზაზა აბაშიძემ და თურქოლოგმა მეცნიერ-თანამშრომლებმა პროფ. ცისანა აბულაძემ და თამარ პაპუაშვილმა. სტუმრებმა დაათვალიერეს ისლამურ ფონდში დაცული ოსმალური ხელნაწერი წიგნები და სხვადასხვა ფორმულარის დოკუმენტები. შეხვედრის დროს გამოიკვეთა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული თურქულენოვანი მასალის დიგიტალიზაციასთან დაკავშირებით.