ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში შედგა პროექტის „რუსთაველი იერუსალიმში – 760“ მონაწილეებთან შეხვედრა

6 მაისს, ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში შედგა პროექტის „რუსთაველი იერუსალიმში – 760“ მონაწილეებთან შეხვედრა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ ისაუბრა ხელნაწერი მემკვიდრეობისა და იერუსალიმში გადაწერილი და დაცული ხელნაწერების ისტორიის შესახებ. ასევე, მონაწილეებს მიულოცა პროექტის წარმატებით დასრულება და საჩუქრად ცენტრის გამოცემები გადასცა.
პროექტი განახორციელა ქართული ხელოვნების ცენტრმა ისრაელში.