წიგნების წარდგენა

17 იანვარს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ბოლო პერიოდში გამოცემული წიგნების წარდგენა.

ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და წარმოდგენილი გამოცემების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

წარდგენას ესწრებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი ზაზა მარუაშვილი და სოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ჯაბა სამუშია.

გამოცემები წარადგინეს ავტორებმა და რედაქტორებმა,

გთავაზობთ წიგნების ნუსხას:

დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ (წიგნი დაიბეჭდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით)

ენრიკო გაბიძაშვილი – 90
(საიუბილეო კრებული)

კავკასია აღმოსავლეთსა და
დასავლეთს შორის, II (ზაზა ალექსიძისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული)

მცირე სვინაქსარი

აკაკი შანიძე, „მოგონებანი, დღიურები, სხვადასხვა“ (სერია „ბიბლიოგრაფიული
იშვიათობა“)

ათონის ქართველთა მონასტერი