საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)

საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა
აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე
(ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)

25-31 მაისი, 2022
თბილისი, საქართველო
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლაში “აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიისა და კულტურის კვლევა. 2020 წლის 25-31 მაისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლას: “აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“. პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი
პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2021 წლის გრანტის” ფარგლებში (საგრანტო ხელშეკრულება №OTG-II-21-080).
სკოლის მიზანია საქართველოს განუყოფელი ნაწილის, მისი ოკუპირებული ტერიტორიის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის – ისტორიის გააზრება შუა საუკუნებიდან დღემდე, სფეროში აკუმულირებული ცოდნის შეჯამება, აქტუალური საკითხების წინ წამოწევა აფხაზეთის ისტორიული და კულტუროლოგიური კვლევების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა, თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება.

სკოლის სამუშაო პროგრამა მოიცავს 5 სასწავლო მოდულს: 1. ტერმინები „აფხაზი“ და „აფხაზეთი“; 2. აფხაზეთი: „აფხაზთა სამეფოდან“ ოკუპირებულ ტერიტორიამდე; 3. საეკლესიო პროცესები აფხაზეთში; 4. აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა; 5. აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში. სასწავლო მოდულების ფარგლებში სკოლა მსმენელებს სთავაზობს: ლექციებს (ადგილობრივი და გასვლითი), დისკუსიებს (პანელურ და მრგვალი მაგიდის ფორმატში); სკოლის ლოგიკური დასრულებაა სკოლის მონაწილეთა საკუთარი კვლევის შედეგების პრეზენტაციები სკოლის მსმენელებს თავიანთი კვლევების შედეგებსა და მეთოდოლოგიას გაუზიარებენ ცენტრის წამყვანი მეცნიერები და მოწვეული ქართველი და უცხოელი სპეციალისტები.
სკოლა ტარდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით. სკოლის სამუშაო ენა არის ქართული და ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით.

მონაწილეობის მსურველები შეირჩევიან საკონკურსო პირობების საფუძველზე. პროექტი უზრუნველყოფს მსმენელების დაბინავებას (მხოლოდ უცხოელი მსმენელები, რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლები), კვებას, შიდა ტრანსპორტირებასა და ექსკურსიებს. საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 01 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: abkhazia.school@manuscript.ge.. შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2020 წლის 10 თებერვლისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ქვემოთ
მითითებულ ტელეფონზე ან ელექტრონულ მისამართზე.

პატივისცემით,
სკოლის გუნდი
E-mail: abkhazia.school@manuscript.ge
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
მ. ალექსიძის 1/3
0193, თბილისი, საქართველო
www.manuscript.ge
info@manuscript.ac.ge

საკონტაქტო პირი:
დოქტ. ირინა გოგონაია
პროექტის კოორდინატორი
სასწავლო და სასერთიფიკატო პროექტების სამსახურის უფროსი
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ტელ.: 577 79 54 54
E-mail: irinagogonaia@manuscript.ge