ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს საჩუქრად გადაეცა დავით ჩხეიძის (დია ჩიანელის) არქივი

შემოქმედებითი სახლის „ჯარისკაცის მამა“ (ქ. ქუთაისი) ხემძღვანელმა ქალბატონმა ინეზა ავალიანმა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს საჩუქრად გადასცა ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის, ცნობილი კნორეჟისორის რეზო ჩხეიძის მამის დავით ჩხეიძის (დია ჩიანელის) არქივი. აქ არის საინტერესო მასალა მწერლის ბიოგრაფიისთვის, მისი ჩანაწერები და თხზულებათა ხელნაწერები, წერილები, რეცენზიები…. დია ჩიანელის არქივი უაღრესად დიდი შენაძენია ხელნაწერთა ცენტრისთვის.  ხელნაწერთა ცენტრში დღეიდან დაცული დია ჩიანელის პირადი არქივი ნამდვილად მიიპყრობს XX საუკუნის ქართული ლიტერატურის მკვლევართა ყურადღებას.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დიდ მადლობას მოახსენებს ქალბატონ ინეზა ავალიანს ამ შემოწირულობისთვის.