„საერთაშორისო სეზონური (საგაზაფხულო) სკოლის გახსნა
Posted at h
in სიახლეები
25 მაისს გაიხსნა „საერთაშორისო სეზონური (საგაზაფხულო) სკოლა „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა, ჯაბა სამუშიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ეკა ხოფერიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა , ზურაბ პაპასკირმა.
პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის” ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
პროექტის მიზანია: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიის გააზრება შუა საუკუნებიდან დღემდე თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე დაყრდნობით, სფეროში დაგროვებული ცოდნის შეჯამება, აქტუალური საკითხების წინ წამოწევა აფხაზეთის ისტორიული და კულტუროლოგიური კვლევების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა, თანამშრომლობის განვითარება და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.