106-ე საჯარო სკოლის სტუმრობა
Posted at h
in სიახლეები
106-ე საჯარო სკოლის სტუმრობა
14 თებერვალს, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ 106-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები. მოსწავლეებს ჩაუტარდათ საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „დავით აღმაშნებელი – რას მოგვითხრობენ ხელნაწერები?“ ფარგლებში. საგანმანათლებლო თავგადასავალი „იპოვე „აღმაშენებელი“: საგანგებოდ მოსწავლეებისათვის შექმნილი ინტერაქტიული პროგრამა მომზადდა როლური თამაშისა (ე. წ. „ქვესტი“) და თავგადასავლის ელემენტებით. გამოფენის დათვალიერებისა და ექსპონატების შესახებ საინტერესო თხრობის მოსმენის შემდეგ, ეს ჯგუფური აქტივობა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, იმოგზაურონ ხელნაწერებისა და მეფე დავითის ცხოვრების ბიოგრაფიულ ლაბირინთებში.