სტაჟიორების დაჯილდოება

სტაჟიორების დაჯილდოება

16 დეკემბერს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა სტაჟიორების დაჯილდოება. პროგრამის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სეტიფიკატები სტაჟიორებს ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ გადასცა. ✴სეტიფიკატები გადაეცათ:

✅მეგი ჯალაღონიას და ეკატერინე გურგენიძეს საგამოფენო-საგანმანათლებლო განყოფილებაში სტაჟირების წარმატებით დასრულებისთვის.
✅თათია ჭელიძეს კონსერვაცია-რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიაში სტაჟირების წარმატებით დასრულებისთვის.
✅მარიამ სულთანიშვილს არქივმცოდნეობისა და ელექტრონული არქივების განყოფილებაში სტაჟირების წარმატებით დასრულებისთვის.
✅შალვა ხმიადაშვილს, შოთა ქავთარაძეს, მარიამ ჩაჩავას საზოგადოებსათან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილებაში სტაჟირების წარმატებით დასრულებისთვის.
✅ნათია ვეკუას, მარიამ კიკვაძეს ელექტრონული რესურსებით მომსახურებისა და დიგიტალიზაციის ლაბორატორიაში სტაჟირების წარმატებით დასრულებისთვის.
✅მარიამ ფიჩხაიას, სოფიო მენთეშაშვილს საგამომცემლო დეპარტამენტში სტაჟირების წარმატებით დასრულებისთვის.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სტაჟირების პროგრამა 2010 წლიდან მოქმედებს. პროგრამის მიზანია:
• ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებას ცენტრის კოლექციების გაცნობითა და კვლევით შეიძინონ დამატებით ცოდნა და უნარები
• ხელი შეუწყოს ცენტრის კოლექციების პოპულარიზაციას. სტაჟირების პროგრამაში ჩართულია ცენტრის ყველა სამეცნიერო დეპარტამენტი, ლაბორატორია და სამსახური.