ივირონის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა ოფლაინკატალოგი

ივირონის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა ოფლაინკატალოგი

12 დეკემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა პროექტის „ „ათონის ივირონის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა ოფლაინკატალოგი“ პრეზენტაცია. პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით. ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯომარემ მაია რაფავამ. ასევე, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილემ ჯაბა სამუშიამ. საზოგადოებას დასრულებული ეტაპები წარუდგინეს პროექტის მონაწილეებმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა: ლია კიკნაძემ, ლალი ჯღამაიამ, ლილი ხევურიანმა და საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელმა, ქეთევან ასათიანმა.

https://www.facebook.com/Manuscript.ge/posts/2781414561914924?__xts__[0]=68.ARAWP7Obbm6JqFewHPqLTSMvTasGQ9inuoYCnrkj2-3KflSfMtRyWAdrxSQbFjMue-z8D_X4mZat_9vovpQ7Lq3RmEtqw4D5DDFcyaekQxgHgAVTsD3vMZ5ye5kLGX85zq2LUJxrxJFZGNIi4kK6usBfvPqiIDjqZUngU9lsdZKyfoOavrhyCiCDwSx2O_HfbS-iKEXU3pwxFnyUBzng1JsZWI16z7a-GDe_jUXHbBnUF1S5HRQHicG3YCuAJldqT2SjhcPhVPu0a14V2KKjDA2SOLJtCi-pyGXVK-0JvOlE8q3c9FOMRwAC7jV9m7SJFtanhdi5iZbtNJL3FDFB_khoIjMK956MCz8-_qM9DSG7KaY4RX5q9AqP4RW9hWTXYRNJiVbC6IQdY2F4Jv4ECt18t54YfQ2XXJgtAd2CTWJH6erwDjERIeV83jMRj7ClNn3x5tWwxd7Tddb4O2_rLXu0u6MOkRKxWPQsZhPOzpHn8RUjCvyYZ-DxUQi5wAXA3aNwJoJvdaCKS6r6XbWdGR6afeOcK47Ao7AI2_odxw&__tn__=-R