“გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება”

“გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება”

 

2019 წლის 11-12 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია “გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება”,რომელიც მიეძღვნა ვიქტორ ერისთავის 80 წლისთავს.
ღონისძიებაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რეზო კლდიაშვილი და ქიმიკოსი, იზოლდა ჯიქიძე იღებდნენ მონაწილეობას.
მათ კონფერენციაზე მოხსენება წაიკითხეს თემაზე – პროფესიული რისკ-ფაქტორების ჰიგიენური შეფასება სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
თემა ერთობლივად მომზადდა მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინის და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან ერთად. მონაწილეობდნენ რუსუდან ჯავახაძე და მარიამ არაბიძე.

http://gtu.ge/News/13623/?fbclid=IwAR0DoJOQxjJNsZh-fsY7J3hug7IFcQOYkcf0c8sUjjsiKW4A1lk5LP0mk5I