პროექტ “დიდგორელის” დაჯილდოება
პროექტ “დიდგორელის” დაჯილდოება
2019 წლის 8 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტ “დიდგორელის” დაჯილდოება. საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნესტან ბაგაურმა ცენტრის სახელით გამარჯვებული შვიდეული დააჯილდოვა გამოცემებით და ცენტრში მოიწვია ქართული ხელნაწერი კოლექციების დასათვალიერებლად. აღნიშნული პროექტი 28 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყო. მისი მიზანი გახლდათ, მოსწავლე-ახალგაზრდობის ქვეყნის წარსულით და ისტორიით დაინტერესება, ცოდნის დონის გაღრმავება, ისტორიის,როგორც სასკოლო დისციპლინის, პოპულარიზაცია, მოსწავლეების პოპულარიზაციის ამაღლება.
https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2708811239175257