სომხეთის რესპუბლიკაში ქართული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა

სომხეთის რესპუბლიკაში ქართული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა

 

5 ნოემბერს, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
გაიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ბოლო პერიოდში გამოცემული ნაბეჭდი პროდუქციის (სამეცნიერო
და სახელოვნებო ჟანრის ლიტერატურა, ალბომები) წარდგენა. აღსანიშნავია „ვეფხსიტყაოსნის„ ახალი გამოცემა, რომელიც საზოგადოებამ პირველად ამ დღეს იხილა.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ქართული ხელნაწერი კოლექციების ფოტო ასლები.
საზოგადოებას სიტყვით მიმართა სომხეთის რესპუკლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი საგანელიძემ. მან ისაუბრა ქართული მემკვიდრეობის, კერძოდ ხელნაწერების, უდიდეს მნიშნველობაზე და ყურადღება გაამახვილა პოემა „ვეფხისტყაოსანზე“, როგორც მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრზე. ელჩმა ასევე მადლობა გადუხადა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას ასეთ ღონისიძიებაში მონაწლეობისთვის.
სიტყვით ასევე გამოვიდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა
აბაშიძე. მან აღნიშნული ღონისძიების დატვირთვასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საზოგადოებას გააცნო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოცემები, ხოლო
ღონისძიების ბოლოს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სომხეთის ეროვნულ
ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა ცენტრის მიერ ბოლო პერიოდში გამოცემული წიგნები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთში აკრედიტებული ლიბანის, ბულგარეთის, ინდოეთის, ლიეტუვას, რუმინეთის, უკრაინის და სხვა სალეჩოების წარმომადგენლები. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტია რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მესროპ მაშტოცის სახელობის უძველეს ხელნაწერთა ინსტიტუტის – მატენადარანის დირექოტრი, სომხეთს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელი, ქართული სათვისტომო „ივერიას“ წარმომადგენლები და სხვანი.

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2712722478784133&__tn__=-UC-R