11 ოქტ განახლდა მაგისტრანტებისათვის განკუთვნილი პრაქტიკული კურსი
Posted at 18:00h
in სიახლეები
განახლდა მაგისტრანტებისათვის განკუთვნილი პრაქტიკული კურსი
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში განახლდა სოხუმის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის IV კურსის მაგისტრანტების პრაქტიკული სწავლების კურსი (პროგრამა მოქმედებს ცენტრსა და სოხუმის უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში). კურსის განმავლობაში ისინი გაეცნობიან ისტორიულ დოკუმენტებსა და საარქივო მასალას,დაეუფლებიან წერილობით სიძველეთა აღწერისა და კვლევის საქმეს. პრაქტიკულ კურსს უძღვება ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნესტან ჩხიკვაძე.
