სამეცნიერო-პოპულარული სერიის X წიგნის წარდგენა

სამეცნიერო-პოპულარული სერიის X წიგნის წარდგენა

9 ოქტომბერს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა წიგნის „ძველი თბილისი“ წარდგენა. ნაშრომის ავტორი ისტორიკოსი, პროფესორი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშიაა. ღონისძიება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ გახსნა. მან ზემოთ აღნიშნული გამოცემის მნიშვნელობასა და ასევე სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერიის დატვირთვაზე ისაუბრა. წიგნის წარდგენას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, სახელწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი ზაზა მარუაშვილი და სხვანი. აღსანიშნავია, რომ გამოცემა ეთმობა ისტორიულ ნარკვევს ძველი თბილისის შესახებ, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული უძველესი დასახლებების პერიოდიდან XIX საუკუნემდე. მასში ასევე მოცემულია საუკუნეების განმავლობაში ქალაქში მიმდინარე ურბანიზაციის პროცესის აღწერა. გარდა ამისა, საინტერესოა თანამედროვე არქეოლოგიური აღმოჩენების მიმოხილვა. წიგნის შეძენა დღეიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაღაზიაში იქნება შესაძლებელი.